ისრაელი „ჰამასს“ სამშვიდობო შეთანხმებისთვის და მძევლების გასათავისუფლებლად ახალ წინადადებას სთავაზობს
ისრაელი „ჰამასს“ სამშვიდობო შეთანხმებისთვის და მძევლების გასათავისუფლებლად ახალ წინადადებას სთავაზობს

ისრაელი „ჰამასს“ ღაზაში სამშვიდობო შეთანხმებისთვის და მძევლების გასათავისუფლებლად ახალ წინადადებას სთავაზობს.

ამის შესახებ „ბიბისი“ ისრაელის მთავრობის ადმინისტრაციაზე დაყრდნობით იუწყება.

გავრცელებული ცნობით, შეთავაზება „ჰამასს“ კაიროში ეგვიპტური მხარის მედიაციის საშუალებით წარედგინება.

„მოლაპარაკებების ფარგლებში, ეგვიპტის შუამავლობით, მედიატორებმა შეიმუშავეს უახლესი შეთავაზება, რომელიც განსახილველად „ჰამასს“ წარედგინება.

ისრაელი განაგრძობს ძალისხმევას „ჰამასისგან“ მძევლების გასათავისუფლებლად და მათ ისრაელში დასაბრუნებლად“, – ნათქვამია განცხადებაში და აღნიშნულია, რომ ისრაელი მშვიდობის მისაღწევად მედიატორებისგან „ჰამასზე“ ზეწოლის განხორციელებას ელოდება.