ისრაელი ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციას მიმართავს, თურქეთის მიერ ქვეყნებს შორის საზღვაო ვაჭრობის ცალმხრივად შეჩერებასთან დაკავშირებით ზომები მიიღოს
ისრაელი ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციას მიმართავს, თურქეთის მიერ ქვეყნებს შორის საზღვაო ვაჭრობის ცალმხრივად შეჩერებასთან დაკავშირებით ზომები მიიღოს

ისრაელის ეკონომიკის მინისტრმა, ნირ ბარკატმა ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) ხელმძღვანელს, მათიას კორმანს თურქეთის მიერ „ქვეყნებს შორის საზღვაო ვაჭრობის შეჩერებასთან დაკავშირებით მიღებული ცალმხრივი გადაწყვეტილების გამო” მიმართა.

ბარკატის თქმით, თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი არის „ანტისემიტი დიქტატორი“ და ეს გადაწყვეტილება „უხეშად არღვევს საზღვაო ვაჭრობის კანონებს და ზიანს აყენებს გლობალური მიწოდების უწყვეტობას“.

„ჩვენ ველით, რომ ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია (OECD) მიიღებს ზომებს თურქეთის წინააღმდეგ ერდოღანის უგუნური გადაწყვეტილების გამო, რომელიც ზიანს აყენებს მთელ ევროპულ ეკონომიკას. ევროპამ უნდა დაუწესოს ზღვარი დიქტატორ ერდოღანს“, – განაცხადა ბარკატმა.