ისრაელელმა სამხედროებმა ღაზის სექტორის საზღვართან ოთხი პალესტინელი მოკლეს
ისრაელელმა სამხედროებმა ღაზის სექტორის საზღვართან ოთხი პალესტინელი მოკლეს

ისრაელელმა სამხედრო მოსამსახურეებმა ღაზის სექტორის საზღვართან ოთხი პალესტინელი მოკლეს, – ამის შესახებ ადგილობრივი მედია ისრაელის არმიის წარმომადგენლების განცხადებაზე დაყრდნობით იუწყება.

როგორც ცნობილია, ისრაელისა და ღაზის სექტორის საზღვარზე შეიარაღებული პალესტინელები ისრაელელ სამხედრო მოსამსახურეებზე თავდასხმას ცდილობდნენ. სწორედ ამ დროს, ჯარისკაცებმა მათ წინააღმდეგ ცეცხლი გახსნეს.

ბოლო პერიოდში ისრაელისა და ღაზის სექტორის საზღვარზე ვითარება კვლავ დაიძაბა. გასულ კვირას სასაზღვრო გამშვებ პუნქტს პალესტინელი დაესხა თავს და ძმის გარდაცვალების გამო შურისძიებას გეგმავდა. პალესტინელი ორმხრივი სროლის დროს დაიღუპა, რის შემდეგაც მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე 19 წლის ისრაელელი ჯარისკაცი ცივი იარაღით სასიკვდილოდ დაჭრეს.

„დოიჩე ველეს“ ცნობით, დაძაბულობა 17 სექტემბერს დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებს უკავშირდება.