ისრაელელი მძევლების ოჯახის წევრებმა ანსტისამთავრობო აქცია გამართეს და პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს მძევლების სახლში დაბრუნება მოსთხოვეს. ეს მას შემდეგ ხდება, რაც „ჰამასმა“ განაცხადა, რომ დადებითად უპასუხა აშშ-ის შუამავლობით მომზადებულ წინადადებას ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ.
„გვინდა, მივმართოთ აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს. ბატონო პრეზიდენტო, ისრაელში ბოროტების ძალები, ისინი ვინც მუდმივ ომს ცდილობენ, ყველაფერს გააკეთებენ ამ ომის გასაგრძელებლად. გთხოვთ, ბატონო პრეზიდენტო, ნუ მისცემთ მათ ამის საშუალებას. ისრაელის ხალხს სურს ამ ომის დასრულება. ჩვენ გვინდა მშვიდობა ახლო აღმოსავლეთში. მხოლოდ თქვენ შეგიძლიათ, სიცოცხლე დაუბრუნოთ სიკვდილით სავსე რეგიონს“, – აცხადებს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.
ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ დღეს უსაფრთხოების კაბინეტს შეხვდება შეთანხმების განსახილველად.
როგორც მედია წერს, ღაზაში ამჟამად 50 მძევალი რჩება, რომელთაგანაც ცოცხალი, სავარაუდოდ, მხოლოდ ოცია.