ისრაელ კაცი – უნდა შევინარჩუნოთ ჩვენი ერთიანობა დიდი გამოწვევების წინაშე

01:43, 14.04.2024
FILE PHOTO: Israeli transportation minister Israel Katz attends the cabinet meeting at the Prime Minister's office in Jerusalem February 17, 2019. Sebastian Scheiner/Pool via REUTERS/File Photo

FILE PHOTO: Israeli transportation minister Israel Katz attends the cabinet meeting at the Prime Minister's office in Jerusalem February 17, 2019. Sebastian Scheiner/Pool via REUTERS/File Photo

მხოლოდ ერთიანობით გავიმარჯვებთ, – ამის შესახებ ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ისრაელ კაცმა განაცხადა.

„ჩვენ ყველამ უნდა შევინარჩუნოთ ჩვენი ერთიანობა, როგორც ხალხმა და როგორც ქვეყანამ, დიდი გამოწვევების წინაშე. მხოლოდ ერთიანობით გავიმარჯვებთ“, – წერს ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი ისრაელ კაცი „ტვიტერზე”.

ისრაელის მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ირანმა ისრაელის მიმართულებით ათეულობით უპილოტო საფრენი აპარატი გაუშვა. ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერმა განაცხადა, რომ უპილოტო საფრენი აპარატების ისრაელამდე მისვლას რამდენიმე საათი დასჭირდება. მოგვიანებით, ირანის სახელმწიფოსთან დაკავშირებულმა მედიამ გაავრცელა ცნობა, რომ ირანმა ისრაელის მიმართულებით უპილოტო საფრენი აპარატების მეორე ტალღა გაუშვა. ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი აცხადებს, რომ ისრაელის მიმართულებით რაკეტები და უპილოტო საფრენი აპარატები მრავალი დანაშაულის საპასუხოდ გაუშვეს.

მსგავსი