ისრაელ კაცი - ისრაელი უფრო ახლოს არის ღაზის სექტორში მძევლების გათავისუფლების შეთანხმებასთან, ვიდრე ოდესმე ყოფილა
ისრაელ კაცი - ისრაელი უფრო ახლოს არის ღაზის სექტორში მძევლების გათავისუფლების შეთანხმებასთან, ვიდრე ოდესმე ყოფილა

ისრაელი უფრო ახლოს არის ღაზის სექტორში მძევლების გათავისუფლების შეთანხმებასთან, ვიდრე ოდესმე ყოფილა, – ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, ისრაელ კაცმა განაცხადა.

როგორც ადგილობრივი მედია წერს, აღნიშნულის შესახებ ისრაელ კაცმა დახურულ კარს მიღმა, ქნესეთის დეპუტატებთან ისაუბრა.

მედია იუწყება, რომ შეთანხმება არ მოიცავს საომარი მოქმედებების მუდმივ შეწყვეტას.