ისრაელ კაცი - ირანის ტერორისტული რეჟიმის მიერ დანიშნული ნებისმიერი ახალი ლიდერი გასანადგურებელი სამიზნე იქნება
ირანის ტერორისტული რეჟიმის მიერ დანიშნული ნებისმიერი ახალი ლიდერი ისრაელისთვის გასანადგურებელი სამიზნე იქნება, – ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, ისრაელ კაცმა განაცხადა.
„ირანის ტერორისტული რეჟიმის მიერ დანიშნული ნებისმიერი ლიდერი გასანადგურებელი სამიზნე იქნება. პრემიერ-მინისტრმა და მე დავავალეთ ისრაელის თავდაცვის ძალებს, მოემზადონ და იმოქმედონ ყველა საჭირო საშუალებით, რათა განახორციელონ მისია, როგორც ოპერაცია „ლომის ღრიალის“ მიზნების განუყოფელი ნაწილი. არ აქვს მნიშვნელობა, რა ჰქვია მას ან სად იმალება“, – განაცხადა ისრაელ კაცმა.
მისივე თქმით, ისრაელი გააგრძელებს აშშ-თან ერთად სრული ძალებით მოქმედებას.