ისრაელ კაცი – ირანელი დიქტატორი თეირანს ბეირუთად აქცევს, ხოლო მის მცხოვრებლებს – მძევლებად, რათა თავისი რეჟიმი გადარჩეს

12:14, 15.06.2025

ისრაელის თავდაცვის მინისტრი ისრაელ კაცი აცხადებს, რომ თეირანი ბეირუთად გადაიქცევა. მისი თქმით, ისრაელის თავდაცვის ძალები დარტყმებს განაგრძობენ.

„ირანელი დიქტატორი თეირანს ბეირუთად აქცევს, ხოლო მის მცხოვრებლებს – მძევლებად, რათა თავისი რეჟიმი გადარჩეს“, – აღნიშნა ისრაელ კაცმა.

ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, ირანმა ღამით ისრაელის მიმართულებით დაახლოებით 80 ბალისტიკური რაკეტა გაუშვა. ერთ-ერთი რაკეტა ბათ იამში საცხოვრებელ კორპუსს მოხვდა. შედეგად, დაიღუპა 6 და დაშავდა 200-ზე მეტი ადამიანი. როგორც ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, მაშველები აგრძელებენ ტერიტორიაზე იმ ადამიანების ძებნას, რომლებიც შესაძლოა, ნანგრევების ქვეშ იყონ.

მსგავსი