ისრაელ კაცი – აიათოლა ალი ხამენეის ლიკვიდაცია გვინდოდა, მაგრამ ოპერატიული შესაძლებლობა არ არსებობდა
FILE PHOTO: Israeli transportation minister Israel Katz attends the cabinet meeting at the Prime Minister's office in Jerusalem February 17, 2019. Sebastian Scheiner/Pool via REUTERS/File Photo
ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, ისრაელ კაცმა განაცხადა, რომ ირანის სულიერი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის ლიკვიდირების სურვილი ჰქონდათ, თუმცა არა – შესაძლებლობა.
კითხვაზე, სთხოვა თუ არა ისრაელმა ამერიკას თანხმობა ხამენეის ლიკვიდაციისთვის, კაცმა უპასუხა, რომ ამ ყველაფრისთვის ნებართვა არ სჭირდებათ.
„ხამენეი ჩვენს მიზანში რომ ყოფილიყო, ჩვენ მოვკლავდით მას. ჩვენ გვინდოდა ხამენეის ლიკვიდაცია, მაგრამ ოპერატიული შესაძლებლობა არ არსებობდა”, – განაცხადა ისრაელ კაცმა.