ავსტრალიელმა მორაგბე ისრაელ ფოლაუმ საკუთარი ქვეყნის რაგბის კავშირსა და კლუბ „ვარატას“ სასამართლოში უჩივლა მას შემდეგ, რაც მისი მრავალმილიონიანი, ოთხწლიანი კონტრაქტი ცალმხრივად იქნა შეწყვეტილი.
კონკრეტულად, ფოლაუ სასამართლოზე კონტრაქტში აღნიშნულ იმ პუნქტს წარადგენს, რომელშიც წერია: „დამსაქმებელს არ აქვს უფლება შეწყვიტოს დასაქმებულის კონტრაქტი ჩამოთვლილიდან ერთ-ერთი ან რამდენიმე მიზეზით: რასა, კანის ფერი, სქესი, სექსუალური ორიენტაზია, ასაკი, ფიზიკური ან მენტალური უნარშეზღუდულობა, საოჯახო სტატუსი, ოჯახის ან მეურვის პასუხისმგებლობა, ორსულობა, რელიგია, პოლიტიკური მოსაზრება, ეთნიკური წარმომავლობა ან სოციალური წარმოშობა“.
გამოქვეყნებულ განცხადებაში ფოლაუმ განაცხადა, რომ მხარდაჭერა მიიღო ბევრი ავსტრალიელისგან, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ მათი ფუნდამენტური უფლებები დაირღვა.
შეგახსენებთ, რომ ავსტრალიის რაგბის კავშირმა ფოლაუ ეროვნული ნაკრებიდან მოკვეთა, სარაგბო კლუბმა „ვარატასმა“ კი კონტრაქტი შეუწყვიტა რამდენიმე თვის წინ გაკეთებული იმ განცხადების გამო, რომელშიც მორაგბემ აღნიშნა, რომ „ალკოჰოლიკებს, ჰომოსექსუალებსა და მეძავებს ჯოჯოხეთი ელით“.
აღსანიშნავია, რომ ისრაელ ფოლაურ ინსტაგრამზე ეს განცხადება დღემდეა განთავსებული და მას 70 000-მდე მოწონება აქვს.