ისნის საოლქო კომისიის თავმჯდომარის გარდაცვალების საქმის სასამართლო სხდომაზე ერთი მოწმე დაიკითხა
ისნის საოლქო კომისიის თავმჯდომარის გარდაცვალების საქმის სასამართლო სხდომაზე ერთი მოწმე დაიკითხა

თბილისის საქალაქო სასამართლოში ისნის საოლქო კომისიის თავმჯდომარის გარდაცვალების საქმის სასამართლო სხდომაზე შესავალი სიტყვები წარმოთქვეს და ერთი მოწმე დაკითხეს.

დაიკითხა მოწმე, რომელიც მონაწილეობდა ბრალდებულების მიმართ განხორციელებულ საგამოძიებო მოქმედებებში. სწორედ აღნიშნულ მოწმეს აქვს ჩამორთმეული ჩვენება ბრალდებულ აკაკი ხუსკივაძისგან.

როგორც ცნობილია ხუსკივაძე და კობალაძე ამჟამად გირაოს სანაცვლოდ არიან გათავისუფლებული.

მათ ბრალად ედებათ ჯგუფურად განხორციელებული იძულება, მუქარა და ქრთამის მიცემა, ასევე, საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა. ისნის საოლქო კომისიის თავმჯდომარე თედო გობეჯიშვილი 7 ნოემბერს გარდაიცვალა.

„დღეს დიაკითხა ის გამომძიებელი, ვინც ჩემი დაკითხვა განახორციელა. მე ვთქვი მაშინვე რომ დაკითხვა მსურდა მაგისტრანტ მოსამართლესთან. სასამართლოზეც გამოჩნდა, რომ იყო არაკანონიერი მოქმედებები სულ სხვამ მიიღო შემდეგ ჩემი დაკავების გადაწყვეტილება. ეს იყო პოლიტიკური შეკვეთა და პოლიტიკური დაკავება. ექსპერტიზა ჩაგვბარდა და წერია, რომ ის კომპიუტერები რაც ამოიღეს, მასში საქმესთან დაკავშირებული ინფორმაცია არ არსებობს. რას გვედავებიან ვერ ვიგებ“, – განაცხადა ხუსკივაძემ.