ისნის მეხუთე საარჩევნო ოლქთან დაპირისპირებისას პოლიციამ კიდევ რამდენიმე პირი დააკავა

00:08, 05.11.2020

ისნის ნომერ მეხუთე საარჩევნო ოლქთან დაპირისპირებისას პოლიციამ კიდევ რამდენიმე პირი დააკავა. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ერთ-ერთი დაკავებული „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გიორგი კაპანაძეა.

დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც ტერიტორიაზე დავით ჭიჭინაძე გამოჩნდა და საოლქო საარჩევნო კომისიის შენობაში შესვლა მოითხოვა.

ადგილზე ოპოზიციის წარმომადგენლები მხარდამჭერებთან ერთად აქციას მართავენ. ისინი საარჩევნო ადმინისტრაციებს არჩევნების შედეგების გაყალბებაში ადანაშაულებენ და სხდომაზე დასწრებას ითხოვენ.

ისნის საარჩევნო ოლქთან აქციაზე იმყოფება მოძრაობა „შეცვალეს“ წევრი გიგა მაქარაშვილი.

ისნის ნომერ მეხუთე საარჩევნო ოლქთან აქციაზე ცოტა ხნის წინ მივიდნენ „ევროპული საქართველოს“ წევრი ირმა ნადირაშვილი და  „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გიორგი ბარამიძე.

მსგავსი