ანტიტერორისტული ოპერაციისას დაზიანებული კორპუსის შემოწმებას სამი დღე დასჭირდება
ანტიტერორისტული ოპერაციისას დაზიანებული კორპუსის შემოწმებას სამი დღე დასჭირდება

თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსი ქუჩაზე ანტიტერორისტული ოპერაციისას დაზიანებულ კორპუსში საგამოძიებო მოქმედებები დასრულდა და ადგილზე დილიდან ექსპერტები მუშაობენ, – ამის შესახებ პირველ არხს ისნის გამგებელმა კახა ლაბუჩიძემ განუცხადა.

მისი თქმით, კორპუსის შემოწმებას სამი დღე დასჭირდება.

„საგამოძიებო მოქმედებები დასრულდა. დასუფთავების სამსახური გუშინ შემოვიდა. დილიდან აქ არიან ექსპერტები, ხდება აღწერა, ფოტოების გადაღება. მოსახლეობასაც აძლევენ ამის შესაძლებლობას. ჩვენ უნდა დაველოდოთ შემოწმების დასრულებას, ამას სამი დღე დასჭირდება“, – განაცხადა კახა ლაბუჩიძემ.

ანტიტერორისტული ოპერაციისას დაზიანებულ კორპუსის შემოწმება დღეს დაიწყო.

ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ანტიტერორისტული ოპერაცია 22 ნოემბერს სუს-ის კონტრტერორისტულმა დეპარტამენტმა ჩაატარა.

ოფიციალური მონაცემებით, ლიკვიდირებულია სამი პირი, მათ შორის არის აჰმედ ჩატაევი. ანტიტერორისტული ოპერაციის დროს დაიღუპა სუს-ის ერთი თანამშრომელი.