ისლანდიაში უცხოეულ მოგზაურებს კორონავირუსზე ტესტის გაკეთება მოუწევთ
ისლანდიაში უცხოეულ მოგზაურებს კორონავირუსზე ტესტის გაკეთება მოუწევთ

ისლანდიაში უცხოეულ მოგზაურებს კორონავირუსზე ტესტის გაკეთება მოუწევთ. ინფორმაციას „ფრანს პრესი“ ავრცელებს.

ისლანდიაში სულ გამოვლენილია „კოვიდ 19“-ის 1 801 შემთხვევა. დაიღუპა 10 ადამიანი. ამჟამად საავადმყოფოებში რჩება სამი კოვიდინფიცირებული.

როგორც ისლანდიის ხელისუფლებაში განმარტავენ, საერთაშორისო აეროპორტი უცხოელ მგზავრებს 15 ივნისიდან მიიღებს და პირველ ეტაპზე ტესტის გაკეთების საფასურს მთავრობა გადაიხდის, თუმცა, მოგვიანებით, მგზავრებს ამ თანხის ანაზღაურებას მოსთხოვენ.

მგზავრებს, რომლებიც კორონავირუსზე ჩატარებული ანალიზის დოკუმენტს წარადგენენ, ტესტის გაკეთება ხელახლა აღარ მოუწევთ.