„ისლამურმა სახელმწიფომ“ ალ-ბაღდადის დაღუპვა დაადასტურა
„ისლამურმა სახელმწიფომ“ ალ-ბაღდადის დაღუპვა დაადასტურა

„ისლამურმა სახელმწიფომ“ აბუ ბაქრ ალ-ბაღდადის დაღუპვა დაადასტურა, ახალ ლიდერად კი, აბუ იბრაჰიმ ალ-ჰაშიმი ალ-ქურაიში დაასახელა.

დაეშის ახალმა პრესსპიკერმა, აბუ ჰამზა ალ-ქურაიშიმ აღნიშნული განცხადება აუდიო მიმართვის ფორმით, მედიასაშუალება „ალ-ფურქანის“ მეშვეობით გაავრცელა.

აუდიომიმართვაში ასევე აღნიშნულია, რომ ჩატარებული ოპერაციის შედეგად ასევე დაიღუპა „ისლამური სახელმწიფოს“ ყოფილი პრესსპიკერი, აბუ ალ-ჰასან ალ-მუჰაჯირი.

„ამერიკა, ვერ ხვდები, რომ ისლამური სახელმწიფო ახლა ევროპის და აზიის წინა ფლანგზეა? ის გავრცელებულია აღმოსავლეთიდან დასავლეთამდე. ჩვენი მისია გაგრძელდება“ – ნათქვამია აუდიომიმართვაში.

შეგახსენებთ, პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა „ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერის, აბუ ბაქრ ალ-ბაღდადის ლკვიდაციის შესახებ 27 ოქტომბერს განაცხადა.

დატოვე კომენტარი