„ისლამური სახელმწიფოს” მუქარა პუტინის მიმართ

17:33, 11.04.2018

ტერორისტულმა ორგანიზაცია „ისლამურმა სახელმწიფომ” ახალი პოსტერი გაავრცელა, რომლითაც მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის წინააღმდეგ გამოდის. ამჯერად მუქარის ადრესატი რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინია.

„რუსეთი-2018. პუტინ, შე უწმინდურო. შენ გადაიხდი მუსულმანების მკვლელობის საფასურს. უბრალოდ, ტერორი”, – წერია პლაკატზე.

„ისლამურმა სახელმწიფომ” მსოფლიოს ჩემპიონატის წინააღმდეგ პოსტერების ომი გასული წლის ოქტომბერში დაიწყო. მათ „ნამუშევრებზე” ლიონელ მესი სისხლით ტიროდა, კრიშტიანუ რონალდუ და ნეიმარი კი სიკვდილით დასჯის მოლოდინში იყვნენ.

მსგავსი