„ისლამური სახელმწიფო“ კიევში ჩემპიონთა ლიგის ფინალურ მატჩზე თავდასხმით იმუქრება
„ისლამური სახელმწიფო“ კიევში ჩემპიონთა ლიგის ფინალურ მატჩზე თავდასხმით იმუქრება

„ისლამური სახელმწიფო“ კიევში ჩემპიონთა ლიგის ფინალურ მატჩზე თავდასხმით იმუქრება. როგორც ბრიტანული გამოცემა „დეილი სთარი“ იუწყება, მადრიდის „რეალისა“ და „ლივერპულის“ ფანებს ტერორისტები რამდენჯერმე დაემუქრნენ.

ჟურნალისტების ცნობით, შესაბამისი გზავნილები მათ  Telegram-ით მიიღეს. ამას გარდა, ტერორისტულმა დაჯგუფებამ გაავრცელა ვიდოე,სადაც კიევში 26 მაისს დაგეგმილი მატჩის დროს სისხლისღვრით იმუქრება.

ამასთან ბრიტანული ტაბლოიდი „დეილი სთარი“ აღნიშნავს, რომ უკრაინელი მესაზღვრეები არ ამოწმებენ მოქალაქეებს ელექტრონულ ბაზებში.

მანამდე „ისლამური სახელმწიფო“ რუსეთში მსოფლიო ჩემპიონატის დროს თავდასხმების მოწყობითაც იმუქრებოდა.