„ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსში“ აცხადებენ, რომ ირანზე დარტყმების ახალი ტალღის საპასუხოდ ქუვეითსა და ბაჰრეინში ამერიკულ ბაზებს შეუტიეს

09:34, 09.07.2026

„ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსში“ აცხადებენ, რომ აშშ-ის მიერ ირანზე განხორციელებული დარტყმების ახალი ტალღის საპასუხოდ ქუვეითსა და ბაჰრეინში მდებარე ამერიკულ სამხედრო ბაზებს შეუტიეს. „გუშაგთა კორპუსის“ განცხადებას ირანის სახელმწიფო მაუწყებელზე დაყრდნობით „სიენენიავრცელებს.

მათივე ცნობით, საზღვაო და საჰაერო ძალებმა აშშ-ის ინფრასტრუქტურასა და სამხედრო ობიექტებზე დრონებითა და რაკეტებით ერთობლივი შეტევა განახორციელეს.

სამიზნეებს შორის იყო ქუვეითში მდებარე „არიფჯანისა“ და „ალი ალ-სალემის“ საჰაერო ბაზები, ასევე ბაჰრეინში „შეიხ ისას“ საჰაერო ბაზა და ჯუფაირი. ჯუფაირში მდებარეობს აშშ-ის საზღვაო ძალების მთავარი ბაზა სპარსეთის ყურეში, სადაც აშშ-ის მეხუთე ფლოტია განთავსებული.

ირანში აცხადებენ, რომ დარტყმები პასუხი იყო აშშ-ის თავდასხმებზე ირანის სამხრეთ სანაპირო პროვინციებსა და აღმოსავლეთ ირანში მდებარე ორ ხიდზე. აშშ-ის ცენტრალურმა სარდლობამ თავის მხრივ განაცხადა, რომ აშშ-ის ძალებმა ირანის სანაპირო ზოლის გასწვრივ 90 სამხედრო სამიზნეს დაარტყეს.

მსგავსი