„ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ საზღვაო ძალებში აცხადებენ, რომ ჰორმუზის სრუტეში თხევადი გაზის გადამზიდავ ტანკერს თავს დაესხნენ
„ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ საზღვაო ძალებში აცხადებენ, რომ თხევადი გაზის გადამზიდავ დიდ ტანკერს თავს მას შემდეგ დაესხნენ, რაც მან ჰორმუზის სრუტის სამხრეთით მდებარე უკანონო მარშრუტით გასვლა სცადა.
მათივე თქმით, ტანკერს ცეცხლი გაუჩნდა.
„ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ სამხედრო-საზღვაო ძალების განცხადებაში აღნიშნულია, რომ ჰორმუზის სრუტეზე კონტროლს ახორციელებენ ისლამური რევოლუციის ლიდერის, აიათოლა სეიედ მოჯტაბა ჰოსეინი ხამენეის ბრძანებისა და აღნიშნულ სანაოსნო გზაზე სუვერენიტეტის განხორციელებისთვის ირანელი ხალხის მოთხოვნის შესაბამისად.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ საზღვაო ძალები არ დაუშვებს რეგიონში „აგრესორი არმიების“ ყოფნას და მტკიცედ აღკვეთს მტრის მცდელობებს, ხელი შეუშალონ სრუტეზე კონტროლის განხორციელებას.
განცხადების მიხედვით, „ვაშინგტონი ასეთ ინციდენტებს იწვევს საზღვაო და სადაზღვევო კომპანიების საქმიანობაში ჩარევით, მათი მოტყუებით და დიდი ოდენობის ქრთამის გადახდით“.