ისლამაბადში ირანისა და აშშ-ის დელეგაციებს შორის მოლაპარაკებების მეორე რაუნდი მიმდინარეობს
ისლამაბადში ირანისა და აშშ-ის დელეგაციებს შორის მოლაპარაკებების მეორე რაუნდი მიმდინარეობს

ისლამაბადში ირანისა და აშშ-ის დელეგაციებს შორის მოლაპარაკებების ახალი რაუნდი დაიწყო. ამის შესახებ ირანული მედია წერს.

მოლაპარაკებები პაკისტანის შუამავლობით მიმდინარეობს.

„აშშ-ის გადაჭარბებული მოთხოვნების გათვალისწინებით, როგორც ჩანს, ეს ირანის გუნდისთვის ბოლო შანსია, რომ მოლაპარაკებების ამ რაუნდში აშშ-თან შეთანხმებას მიაღწიოს“, – წერს ირანული მედია.

ცნობისთვის, ირანული მედიის ცნობით, ისლამაბადში მოლაპარაკებების პირველი ფაზის დასრულების შემდეგ დელეგაციებმა წერილობითი ტექსტი გაცვალეს, რომელშიც განსახილველი საკითხების ძირითადი პუნქტებია მოცემული.