„ბეტისის“ ნახევარმცველმა ისკომ წარმატებით გადაიტანა ოპერაცია, რომელიც მას მარცხენა ფეხის მოტეხილობის სამკურნალოდ დასჭირდა, – წერს გაზეთი AS-ი.
ქირურგიული ჩარევა გამორიცხავს ისკოს მონაწილეობას ევრო 2024-ზე, მაგრამ 32 წლის ფეხბურთელი მზად იქნება 2024-25 წლების სეზონის სტარტისთვის.
ისკომ 2023-24 წლების სეზონში გამორჩეულად ითამაშა. ის ლა ლიგის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა აპრილში, 29 მატჩიდან კი, რომელშიც მონაწილეობა მიიღო, 18-ში საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს.
ისკოს ესპანეთის ნაკრებში 2019 წლიდან აღარ იძახებდნენ, მაგრამ ამჯერად ახლოს იყო ევრო 2024-ის საბოლოო განაცხადში მოხვედრასთან.