ისევ წინსვლაა - კვარაცხელიას სატრანსფერო ფასი უკვე 18 მილიონი ევროა #1TVSPORT
ხვიჩა კვარაცხელიას სატრანსფერო ფასი 18 მილიონამდე გაიზარდა, – ამის შესახებ გერმანული სამენეჯერო ინტერნეტ-სააგენტო „ტრანსფერმარკტის“ განახლებული მონაცემებიდან გახდა ცნობილი.
საქართველოს ნაკრებისა და ყაზანის „რუბინის“ 20 წლის თავდამსხმელის ფასი 15 მილიონი ევრო იყო, მაგრამ სეზონის დასრულების შემდეგ რუსეთის ჩემპიონატის საუკეთესო ახალგაზრდად დაასახელეს, მშვენიერი სეზონი ჩაატარა და ფასი კიდევ სამი მილიონით გაეზარდა.
აღსანიშნავია, რომ შემცირდა საბა კვირკველიას (0,8 მილიონი), გია გრიგალავას (0,8 მილიონი) და ლუკა ლოჩოშვილის (0,8 მილიონი) ფასები, გურამ გიორბელიძის კი 600 ათას ევრომდე გაიზარდა.