ტაიმაუტის ექსკლუზივი | სანიოლმა კვარაცხელიაზე ილაპარაკა - გადაწყვეტილების მიღებისას მეტი სიმშვიდე სჭირდება, ახალ გუნდში კი - სლუცკისნაირი მწვრთნელი #1TVSPORT
ტაიმაუტის ექსკლუზივი | სანიოლმა კვარაცხელიაზე ილაპარაკა - გადაწყვეტილების მიღებისას მეტი სიმშვიდე სჭირდება, ახალ გუნდში კი - სლუცკისნაირი მწვრთნელი #1TVSPORT

ვილი სანიოლმა საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ტაიმაუტთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში ხვიჩა კვარაცხელიას მომავალზე ისაუბრა. საქართველოს ეროვნული ნაკრების ფრანგი მთავარი მწვრთნელის თქმით, ახალგაზრდა ფეხბურთელს სწორი გადაწყვეტილების მისაღებად მეტი სიმშვიდე სჭირდება. 

„არ მსურს, კვარაცხელიას რჩევა მივცე, რადგან ეს მისი კარიერაა და გადაწყვეტილება თავად უნდა მიიღოს. 20 წლისაა, მაგრამ მზად არის საიმისოდ, რომ სწორი გადაწყვეტილება მიიღოს. ვფიქრობ, ხალხს ამის მოსმენა არ გაუხარდება, მაგრამ ზედმეტი მოლოდინები ხვიჩაზე ზედმეტ წნეხს იწვევს. ქართული არ ვიცი, მაგრამ მის სახელი ტელევიზიასა და მედიაში ხშირად მხვდება. ხვიჩას კი სწორი გადაწყვეტილების მისაღებად მეტი სიმშვიდე სჭირდება“, – განაცხადა ვილი სანიოლიმ.

ეროვნული ნაკრების ფრანგი მთავარი მწვრთნელი დარწმუნებულია, რომ კვარაცხელიას დიდი პოტენციალი გააჩნია: „რაც შეეხება მის სათამაშო დონეს – კვარაცხელიას აქვს პოტენციალი, ნებისმიერ გუნდში ითამაშოს, მაგრამ მანამდე გუნდთან და მწვრთნელთან დაკავშირებით სწორი გადაწყვეტილებები უნდა მიიღოს, რადგან ჯერ მხოლოდ 20 წლისაა და განვითარებისთვის ბევრი მუშაობა სჭირდება“.

სანიოლის თქმით, ხვიჩას წინსვლაში ყაზანის „რუბინის“ მთავარმა მწვრთნელმა დიდი როლი ითამაშა: „კვარაცხელიას ყაზანში გაუმართლა, რომ ისეთ ფანტასტიკურ სპეციალისტთან მუშაობს, როგორიც სლუცკია. მიმაჩნია, რომ ქართველი ხალხი სლუცკის მადლიერი უნდა იყოს. მთავარია, რომ ახალ გუნდშიც მწვრთნელს ანალოგიური დამოკიდებულება ჰქონდეს, ხვიჩასთან დაკავშირებით გეგმები ჰქონდეს, რათა მეტი თავდაჯერებულობა შემატოს“.