ქუთაისის „ტორპედომ“ ზაფხულის შეკრებაზე მეორე ამხანაგური მატჩი ჩაატარა – კახა ჩხეტიანის გუნდი ფოთის „კოლხეთი-1913“-ს დაუპირისპირდა და ფრეს დასჯერდა.
რამაზ შენგელიას სახელობის ცენტრალურ სტადიონზე გამართულ ამხანაგურ მატჩში ანგარიში „ტორპედოს“ თავდამსხმელმა, ფადი ზიდანიმ 26–ე წუთზე გახსნა, მაგრამ ქუთაისელებმა უპირატესობა ვერ შეინარჩუნეს და ლიგა 3-ის „კოლხეთი 1913“-მა წონასწორობა აღადგინა. 74-ე წუთზე ლუკა გოგიძემ მასპინძელთა კარი აიღო და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 1:1.
„ტორპედო“ – „კოლხეთი 1913“ – 1:1
გოლები: 1:0 ფადი ზიდანი (26), 1:1 ლუკა გოგიძე (74).
„ტორპედო“: ჰამზიჩი – ტაბატაძე, მირცხულავა, ქაფიანიძე, ნადარაია – წოწონავა, მამასახლისი, ძარია – ბოუკასი, რეკიში, ზიდანი.
სათადარიგოები: შოვნაძე, ჩალაძე, ფირანიშვილი, აბულაძე, მჟავანაძე, თევზაძე, ფიფია, ბენგალა, ელბაქიძე, უგრეხელიძე.
ზაფხულის მოსამზადებელ ეტაპზე „ტორპედომ“ ორივე ამხანაგური მატჩი ფრედ ითამაშა. მანამდე კახა ჩხეტიანის გუნდი დიღმის კომპლექსში „საბურთალოს“ შეხვდა და მატჩი 1:1 დაასრულა.