ისანში დავითაიასა და მთისძირის ქუჩების დამაკავშირებელი გზის მშენებლობა დასრულდა
ისანში დავითაიასა და მთისძირის ქუჩების დამაკავშირებელი გზის მშენებლობა დასრულდა

თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურმა ისნის რაიონში ახალი გზის მშენებლობა დაასრულა. ახალი გზა დავითაიას ქუჩასა და მერვე ლეგიონის დასახლებასთან მდებარე, მთისძირის ქუჩას აკავშირებს.

პროექტის ფარგლებში, სანიაღვრე ქსელი, გვერდმიმღებები და ხელოვნური ნაგებობები მოეწყო, ასევე დამონტაჟდა გარე განათების ქსელი. გარდა ამისა, მოეწყო სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის სასწავლო ცენტრისკენ მიმავალი გზა და უშაკოვის ქუჩის მონაკვეთი.

თბილისის მერიის ინფორმაციით, რეაბილიტაციის შედეგად გამარტივდება საავტომობილო მიმოსვლა კახეთის გზატკეცილსა და თბილისის ზღვაზე.

სამშენებლო სამუშაოები თბილისის მერიის კონტრაქტორმა კომპანიამ „ბლექ სი ჯგუფმა“ აწარმოა. ახალი გზის მშენებლობაზე 2 700 000 ლარამდე დაიხარჯა.

დატოვე კომენტარი