ისააკ ჰერცოგი დონალდ ტრამპს აშშ-ის პრეზიდენტის თანამდებობის ოფიციალურად დაკავებას ულოცავს
ისრაელის ხალხის სახელით, გულწრფელად გილოცავთ, პრეზიდენტო დონალდ ტრამპ აშშ-ის 47-ე პრეზიდენტად ინაუგურაციას, – ამის შესახებ ისრაელის პრეზიდენტი ისააკ ჰერცოგი სოციალურ ქსელში წერს.
„თქვენ ისრაელის ნამდვილი მეგობარი ხართ. გმადლობთ თქვენი ურყევი ერთგულებისთვის ისრაელის უსაფრთხოებისა და ჩვენი რეგიონისთვის უკეთესი მომავლის მშენებლობისთვის. განსაკუთრებულ მადლობას გიხდით ყველა ჩვენი მძევლის სახლში დაბრუნებისადმი ერთგულებისთვის. გისურვებთ თქვენ და თქვენს ადმინისტრაციას დიდ წარმატებებს ამერიკელი ხალხის სამსახურში. წარმატებები“, – წერს ჰერცოგი.
On behalf of the people of Israel, I send my heartfelt congratulations to you, President @realDonaldTrump on your inauguration as the 47th @POTUS. You are a true friend of Israel. Thank you for your unwavering commitment to Israel’s security and to building a better future for…
— יצחק הרצוג Isaac Herzog (@Isaac_Herzog) January 20, 2025