ის ფიზიკურად მზად არ იყო - მიზეზი, რის გამოც ოქრიაშვილმა ვერ ითამაშა
ის ფიზიკურად მზად არ იყო - მიზეზი, რის გამოც ოქრიაშვილმა ვერ ითამაშა

ევრო202-ის წლის საკვალიფიკაციო ეტაპის სასტარტო შეხვედრაში შვეიცარიასთან საქართველოს ნაკრების განაცხადში თორნიკე ოქრიაშვილი არ იყო.

საქართველოს პირველ არხთან საუბარში თავად ფეხბურთელმა უარყო გავრცელებული ხმები, თითქოს, მიზეზი ტრავმა გახდა. ის ჯანმრთელადაა და არაფერი აწუხებს.

რეალურ მიზეზზე ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ვლადიმირ ვაისმა მატჩის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ილაპარაკა.

„ოქრიაშვილი სამი თვეა უკლუბოდაა და მაინტერესებდა, როგორ მდგომარეობაში იყო, თუმცა, ფიზიკურად მზად არ იყო შემადგენლობაში მოსახვედრად. ერთა ლიგასა და ევრო2020-ს შესარჩევ ციკლში ჩვენი მეტოქეები, მით უფრო, შვეიცარიის ნაკრები ერთმანეთისგან დონით რადიკალურად განსხვავდებიან. ასეთ მეტოქესთან ოქრიაშვილს 15 წუთის თამაშიც გაუჭირდებოდა. დღეს ტრიბუნებზე ამიტომ იყო, 24 ფეხბურთელიდან კი, განაცხადში 23 მოხვდა. შვეიცარია ჯგუფის და ამ საკვალიფიკაციო ეტაპის ფავორიტია და ფიზიკურად ძალიან კარგადაა მომზადებული,” – განაცხადა ვაისმა.

დატოვე კომენტარი