ირმის ნახტომის ამ სურათს ფოტოგრაფი 12 წლის განმავლობაში იღებდა — შედეგი საოცარია #1tvმეცნიერება

14:22, 22.03.2021
Technical details:Processing work flow:Image acquisition, MaxiDL v5.07.Stacked and calibrated in CCDStack2.Deconvolution with a CCDStack2 Positive Constraint, 33 iterations, added at 50% weightLevels, curves and color combine in PS CS3.Optics, Canon EF 200mm camera lens at f1.8Camera, QHY9Guiding, Meade LX200 GPS 12" and a Lodestar guiderImage Scale, ~5 arcseconds/pixelNew exposures H-alpha 13x900s,S-II and O-III information are from an older image

12-წლიანი დაუღალავი შრომის შემდეგ, ფინელმა ასტროფოტოგრაფმა ჯეიპი მეტსავაინიო გასაოცარ ფოტოს აქვეყნებს — ირმის ნახტომის სიბრტყის 1,7-გიგაპიქსელიან მოზაიკას.

მეტსავაინიო საკუთარ ასტროფოტოებს ინტერნეტში 2007 წლიდან აქვეყნებს; ამ მოზაიკაზე მუშაობა 2009 წელს დაიწყო, დამოუკიდებელ კომპოზიციათა სახით იღებდა ირმის ნახტომის სხვადასხვა ნისლეულებს.

2009-2021 წლებში, კომპოზიციის ექსპოზიციის დრო ჯამში 1250 საათია (სრული ზომით ფოტოს სანახავად გადადით ამ ბმულზე).

„ამ მოზაიკური ფოტოს დასასრულებლად 12 წელი დამჭირდა. ასეთი დიდი დრო იმიტომ, რომ მოზაიკის ზომა ძალიან დიდია და სურათი ძალიან ღრმაა. კიდევ ერთი მიზეზი ის გახლავთ, რომ მოზაიკის კადრების უმეტესობა ინდივიდუალური კომპოზიციების სახით მაქვს გადაღებული და ცალკეული ნამუშევრების სახით გამოქვეყნებული“, — ამბობს მეტსავაინიო.

მისივე თქმით, შედეგად მიიღო გარკვეული სახის კომპლექსური სურათი, რომელიც ნაწილობრივ გადაფარულია ბევრი გადაუღებელი ზონით კადრებს შორის და მათ გარშემო.

„შედეგ ნაკლული მონაცემები გადავიღე და მოზაიკას დავამატე“, — წერს მეტსავაინიო.

სურათების ერთად თავმოყრა მოითხოვდა ვარსკვლავების დამთხვევას და ფოტოშოპში ერთმანეთზე გადადებას, კადრების ფერების გათანაბრებასა და სინათლის ბალანსს.

შედეგად მიიღო დაახლოებით 100 000-პიქსელიანი სურათი, რომელიც 234 ინდივიდუალური მოზაიკური კადრისგან შედგება და ცას 125 – 22 გრადუსით ფარავს.

ეს კი გალაქტიკური სიბრტყის საკმაოდ დიდი ნაწილია, მოიცავს დაახლოებით 20 მილიონ ვარსკვლავს; სურათის სრული ზომა 7000×1300 პიქსელია. ფერები, რომლებსაც სურათზე ხედავთ, იონიზებული ელემენტების გამოსხივებას წარმოადგენს; წყალბადი მწვანედ არის ნაჩვენები, გოგირდი წითლად, ჟანგბადი კი ცისფრად.

თუ ფოტომ ზედმეტად მოგხიბლათ, გირჩევთ, მეტსავაინიოს ბლოგს ეწვიოთ და მისი სხვა ნამუშევრებიც მოინახულოთ.

მსგავსი