ირმა ხეცურიანი პარიზის პარალიმპიადის მეოთხედფინალშია [ვიდეო] #1TVSPORT

პარიზში მიმდინარე პარალიმპიურ თამაშებზე ქართველმა პარამოფარიკავემ ირმა ხეცურიანმა პირველი გამარჯვება მოიპოვა და მეოთხედფინალში გავიდა.

ჩვენმა პარასპორტსმენმა ხმლით ფარიკაობაში ვენესუელელ როხასს 15:2 მოუგო.  მეოთხედფინალში მისი მეტოქე პოლონელი იადვიგა პაჩეკი იქნება.

ტურნირზე რამდენიმე წუთში პირველ დაპირისპირებას გამართავს პარამოფარიკავე ნინა თიბილაშვილი.