ირმა ხეცურიანი მსოფლიო თასის მფლობელია #1TVSPORT
ირმა ხეცურიანი მსოფლიო თასის მფლობელია #1TVSPORT

ირმა ხეცურიანმა ვარშავაში მიმდინარე მსოფლიო თასზე ოქროს მედალი მოიპოვა. ქართველმა პარამოფარიკავემ ხმლით ასპარეზობაში ნახევარფინალში უკრაინელი ნადეჟდა დოლოკი​ დაამარცხა ანგარიშით 15:5.

ირმა ხეცურიანი ფინალში ასევე უკრაინელ პარამოფარიკავეს ალიონა ფედოტას შეხვდა და ანგარიშით 15:11 მოუგო, პირველ ადგილზე გავიდა და ოქროს მფლობელი გახდა. ნინო თიბილაშვილმა კი ვარშავის მსოფლიო თასზე ბრინჯაოს მედლის მოპოვება მოახერხა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეტლით-მოფარიკავეთა ნაკრებმა ცოტა ხნის წინ მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.