ირმა ხეცურიანმა ვარშავაში მიმდინარე მსოფლიო თასზე ოქროს მედალი მოიპოვა. ქართველმა პარამოფარიკავემ ხმლით ასპარეზობაში ნახევარფინალში უკრაინელი ნადეჟდა დოლოკი დაამარცხა ანგარიშით 15:5.
ირმა ხეცურიანი ფინალში ასევე უკრაინელ პარამოფარიკავეს ალიონა ფედოტას შეხვდა და ანგარიშით 15:11 მოუგო, პირველ ადგილზე გავიდა და ოქროს მფლობელი გახდა. ნინო თიბილაშვილმა კი ვარშავის მსოფლიო თასზე ბრინჯაოს მედლის მოპოვება მოახერხა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეტლით-მოფარიკავეთა ნაკრებმა ცოტა ხნის წინ მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.