ირმა ინაშვილი - კოალიციურ მმართველობაზე აქცენტირება ახლა იმის ინტერესშია, ვისაც არჩევნებზე სამართლიანი წარმატების მოპოვების ეშინია
ირმა ინაშვილი - კოალიციურ მმართველობაზე აქცენტირება ახლა იმის ინტერესშია, ვისაც არჩევნებზე სამართლიანი წარმატების მოპოვების ეშინია

კოალიციური მთავრობის თემის წინა პლანზე წამოწევა, ამ ეტაპზე, ძალზედ უადგილო და ხელოვნურად „აწეულ“ თემად მიმაჩნია, – ამის შესახებ სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ პარლამენტის ვიცე-სპიკერი, „პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთი ლიდერი ირმა ინაშვილი წერს.

ინაშვილი მიიჩნევს, რომ კოალიციურ მმართველობაზე აქცენტირება ახლა იმის ინტერესშია, ვისაც არჩევნებზე სამართლიანი წარმატების მოპოვების ეშინია.

„რა დროს კოალიციაზე საუბარია, 2020 წლამდე წელიწადზე მეტია დარჩენილი?! მრჩება განცდა, რომ კოალიციურ მმართველობაზე აქცენტირება ახლა იმის ინტერესში შედის, ვისაც არჩევნებზე სამართლიანი წარმატების მოპოვების ეშინია. მოთმინება, ბატონებო, მოთმინება. პოლიტიკაში სულსწრაფობა, შფოთვა და ბორგვა დიდი შეცდომების დაშვებას იწვევს ხოლმე და, როგორც წესი, ეს შეცდომები შემდგომ გამოუსწორებელია“, – წერს ირმა ინაშვილი.

ვიცე-სპიკერი მიიჩნევს, რომ ყველა უნდა დაელოდოს 2020 წელს და ამაზე მერე ისაუბრონ.

„დაველოდოთ 2020 წელს და მერე ვილაპარაკოთ. სულ ესაა. 2020 წლამდე ამ ქვეყანაში კიდევ ბევრი საბრძოლველი გვაქვს. კოალიციებზე კი არა, სამშობლოს გადარჩენაზე უნდა ვიფიქროთ“, – განაცხადა ინაშვილმა.