ირმა ინაშვილი - დიალოგის რესურსი ნამდვილად არ არის ამოწურული, უნდა მივიდეთ კონსენსუსამდე
ირმა ინაშვილი - დიალოგის რესურსი ნამდვილად არ არის ამოწურული, უნდა მივიდეთ კონსენსუსამდე

დიალოგის რესურსი ნამდვილად არ არის ამოწურული, ის უნდა გაგრძელდეს, ჩვენ უნდა მივიდეთ კონსენსუსამდე, – ამის შესახებ „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერმა, ირმა ინაშვილმა განაცხადა.

როგორც ირმა ინაშვილმა აღნიშნა, „პატრიოტთა ალიანსს“ აქვს კონკრეტული ინიციატივა, 135/15-ზე, დამატებით სავალდებულო მონაწილეობა არჩევნებში და ცვლილებები საარჩევნო კოდექსში.

„დარწმუნებული ვარ და მჯერა, რომ აუცილებლად გატყდება უმრავლესობა და გაიზიარებს ჩვენს წინადადებებს, დანარჩენს უახლოესი დღეები გვაჩვენებს. მე არავის არაფერს ვუთანხმებ, ყველა იქცევა ისე, როგორც მიიჩნევს საჭიროდ. ჩვენ მთავარი ინტერესია, ქვეყანაში ჩატარდეს სამართლიანი, თავისუფალი არჩევნები, ამისთვის მნიშვნელოვანია დიალოგის ფორმატი და არ არის რესურსი ამოწურული. უნდა გაგრძელდეს ეს მოლაპარაკებები, უნდა გადატყდეს ხელისუფლება, უნდა გაიზიაროს ეს წინადადება აუცილებლად. დარწმუნებული ვარ, მოხდება ეს გარდატეხა, პოზიციები შერბილდება და კონსენსუსამდე მისვლაც“, – განაცხადა ირმა ინაშვილმა.