ირლანდიის ვიცე-პრემიერი თანამდებობას ტოვებს
ირლანდიის ვიცე-პრემიერი თანამდებობას ტოვებს

სამთავრობო კრიზისის გამო, ირლანდიის ვიცე-პრემიერი ფრენსის ფიცჯერალდი თანამდებობას ტოვებს. ინფორმაციას ირლანდიის სამაუწყებლო კომპანია RTE ავრცელებს.

გავრცელებული ცნობით, მთავრობის სხდომა, სადაც ფრენსის ფიცჯერალდის მომავალზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს ამ დრომდე გრძელდება.

BBC-ის ინფორმაციით, ირლანდიის ვიცე-პრემიერი დაპირისპირების ცენტრში იდგა, რაც შესაძლოა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნით დასრულებულიყო. ფიცჯერალდის გადადგომა კი, ირლანდიას ვადამდელი არჩევნების დანიშვნას აარიდებს.

ოპოზიცია ვიცე-პრემიერის გათავისუფლებას მას შემდეგ ითხოვდა, რაც გავრცელებული ბრალდებების თანახმად, 2015 წელს ფიცჯერალდმა იუსტიციის მინისტრობის დროს ირლანდიის პოლიციაში არსებულ კორუფციის შემთხვევებზე მიიღო ინფორმაცია და სათანადო რეაგირება არ მოახდინა.