ირლანდიის სენატმა საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღო. ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი „ტვიტერზე“ წერს.
„უდიდეს მადლობას ვუხდით ირლანდიის სენატს საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუციის მიღებისთვის და ევროინტეგრაციის გზაზე ჩვენი ქვეყნის მრავალწლიანი ძალისხმევის აღიარებისთვის; ასევე, ევროკავშირისა და მისი ინსტიტუტების მიმართ მოწოდებებისთვის, რომ მათ მხარი დაუჭირონ საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას“, – წერს ილია დარჩიაშვილი.