ირლანდიის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში მცირე ზომის თვითმფრინავის კატასტროფას ორი ადამიანი ემსხვერპლა
ირლანდიის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, უექსფორდის საგრაფოში მცირე ზომის თვითმფრინავის კატასტროფას ორი ადამიანი ემსხვერპლა. წინასწარი მონაცემებით, თვითმფრინავი მიწასთან შეჯახების შედეგად აფეთქდა, თუმცა გამომძიებლები არ გამორიცხავენ, რომ აფეთქება ჩამოვარდნამდე მომხდარიყო. თვითმფრინავი აფრენიდან სავარაუდოდ რამედნიმე წუთში ჩამოვარდა.
თვითმფრინავის ეკიპაჟი სასწავლო ფრენას ახორციელებდა.