ირლანდიის პრემიერ-მინისტრი - დღეს დიდი გადაწყვეტილებები იყო მიღებული, ყველა ქვეყნისთვის ჩვენი გზავნილია, გააგრძელეთ სიარული ამ გზაზე
ირლანდიის პრემიერ-მინისტრი - დღეს დიდი გადაწყვეტილებები იყო მიღებული, ყველა ქვეყნისთვის ჩვენი გზავნილია, გააგრძელეთ სიარული ამ გზაზე

ყველა ქვეყნისთვის ჩვენი გზავნილია, გააგრძელეთ სიარული ამ გზაზე, რეფორმების გზაზე, დარჩით დემოკრატიის და კანონის უზენაესობის დაცვის გზაზე, – ამის შესახებ ირლანდიის პრემიერ-მინისტრმა, ლეო ვარდაქარმა განაცხადა.

„დღეს დიდი გადაწყვეტილებები იყო მიღებული. მოლაპარაკებები დაიწყო უკრაინასთან და მოლდოვასთან. ასევე კარგი ამბები ბოსნია-ჰერცეგოვინასთვის და საქართველოს მიენიჭა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი. ყველა ქვეყნისთვის ჩვენი გზავნილია, გააგრძელეთ სიარული ამ გზაზე, რეფორმების გზაზე, დარჩით დემოკრატიის და კანონის უზენაესობის დაცვის გზაზე და მოახდინეთ თქვენი ეკონომიკების და საზოგადოებების მოდერნიზაცია. ევროკავშირი არის ჩვენი საერთო სახლი. გაწევრიანება არ მოხდება ერთ ღამეში და არც რამდენიმე წელიწადში, მაგრამ ეს ქვეყნები ახლა მტკიცედ ადგანან ამ გზას და ჩვენ ველოდებით მომდევნო წლებში ახალი წევრების მიღებას“,- განაცხადა ირლანდიის პრემიერ-მინისტრმა.

ევროპულმა საბჭომ საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიანიჭა.