ირლანდიის პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ ევროკავშირში მოგზაურობის სრულყოფილად აღდგენას თვეები დასჭირდება
ირლანდიის პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ ევროკავშირში მოგზაურობის სრულყოფილად აღდგენას თვეები დასჭირდება

ირლანდიის პრემიერ-მინისტრი, ლეო ვარადკარი აცხადებს, რომ ევროკავშირში მოგზაურობის სრულფასოვან აღდგენას არა რამდენიმე კვირა, არამედ თვეები დასჭირდება.

ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

„მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი პოლიტიკა მოგზაურობის აღდგენაა ბიზნესისთვის, მეგობრების და ნათესავების მოსანახულებლად, მიგვაჩნია, რომ ამას თვეები დასჭირდება“, – განაცხადა ლეო ვარადკარმა.

ირლანდიაში „კოვიდ-19“- ის 23 401 შემთხვევაა გამოვლენილი, გარდაცვლილია 1497 ადამიანი.