ირლანდიის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი - მბაპე მესის თასმების შეკვრასაც არ იმსახურებს #1TVSPORT
ირლანდიის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი - მბაპე მესის თასმების შეკვრასაც არ იმსახურებს #1TVSPORT

ირლანდიის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა, დამიენ დაფმა საფრანგეთის ნაკრების თავდამსხმელი კილიან მბაპე არგენტინის ეროვნული გუნდის ლიდერს, ლიონელ მესის შეადარა.

„მესიმ საუკეთესო ფეხბურთი ითამაშა, როცა 23, 24, შესაძლოა 25 წლის იყო. მბაპე კი საიმისოდაც არ ვარგა, რომ მას ბუცები შეუკრას. მბაპე მას ჯერ ვერც მიუახლოვდა. იმის თქმა მინდა, რამდენად კარგი იყო მესი. როდის იყო მესის საუკეთესო ვერსია? როდესაც ის 23-24 წლის იყო. მესი ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელია“, – განაცხადა დაფმა RTE-თან ინტერვიუში.

კატარში მიმდინარე 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში მესის არგენტინის ნაკრები მბაპეს საფრანგეთს დაუპირისპირდება. მატჩი კვირას, 18 დეკემბერს გაიმართება. შეხვედრა თბილისის დროით 19:00 საათზე დაიწყება. გადამწყვეტი შეხვედრის ტელერეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.