ირლანდიის ნაკრების ფეხბურთელი - საქართველო რევანშის აღებას შეეცდება
ირლანდიის ნაკრების ფეხბურთელი - საქართველო რევანშის აღებას შეეცდება

კონორ ჰორიჰეინმა საქართველოს ნაკრებთან ევრო 2020-ის შესარჩევ ციკლში მოახლოებულ შეხვედრაზე ილაპარაკა. ირლანდიის ნაკრებისა და ინგლისის პრემიერლიგელი „ასტონ ვილას“ ნახევარმცველმა არ დამალა, რომ ქართველებთან რთულ თამაშს ელოდება.

„დასაფიქრებელი ისაა, რომ საქართველოს ნაკრებმა ევრო 2020-ის საკვალიფიკაციო ეტაპზე დანიასთან ანგარიშით 0:0 ითამაშა და ქულა მოიპოვა. ეს მეტყველებს, რომ საკმაოდ კარგი გუნდია. ბოლო შეხვედრა, რომელიც თბილისში 2017 წელს ჩავატარეთ, ძალიან მძიმე გამოდგა. საერთოდ, იქ თამაში ყოველთვის რთულია. საქართველოს ტექნიკური ფეხბურთელები ჰყავს, გუნდი ყოველწლიურად უკეთესი ხდება. ახალ ციკლში პირველი შეხვედრა დუბლინში მოვუგეთ. ისინი შინ რევანშის აღებას შეეცდებიან, მაგრამ ამისთვის მზად უნდა ვიყოთ და იმედი მაქვს, შაბათ საღამოს კარგ შედეგს მივაღწევთ“, – აღნიშნა ირლანდიის ნაკრების ფეხბურთელმა.

ევრო 2020-ის შესარჩევ ციკლში ირლანდიისა და საქართველოს ნაკრებების პირველი შეხვედრა მარტში დუბლინში გაიმართა და მასპინძლებმა ანგარიშით 1:0 სწორედ ჰორიჰეინის გოლით მოიგეს.

საქართველოსა და ირლანდიის ნაკრებების შეხვედრა „დინამო-არენაზე“ 12 სექტემბერს გაიმართება.