ირლანდიის ფინანსთა მინისტრი – არასწორია აშშ-ის პოზიცია, თითქოს გლობალურ ენერგეტიკულ კრიზისს უკრაინა იწვევს, ტურბულენტობის მიზეზი აშშ-ირანის ომი და ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვაა

22:30, 18.09.2026

ირლანდიის ფინანსთა მინისტრის, საიმონ ჰარისის განცხადებით, აშშ-ის პოზიცია, თითქოს გლობალურ ენერგეტიკულ კრიზისს უკრაინა იწვევს, არასწორია. მისი თქმით, სიტუაციის გამოსასწორებლად ერთადერთი გზა ახლო აღმოსავლეთში დაძაბულობის შემცირებაა.

ჰარისის განმარტებით, ენერგეტიკულ ბაზრებზე არსებული ტურბულენტობის მიზეზი არის ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვა და აშშ-ის ომი ირანთან და არა – უკრაინის დარტყმები რუსულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე.

ირლანდიის ფინანსთა მინისტრის თქმით, ეს განსაკუთრებით ზაფხულში გამოჩნდა, როდესაც კონფლიქტში მოკლევადიანი მშვიდობის  პერიოდი დადგა.

„ვნახეთ ნედლეულის ბაზრებზე ფასების ძალიან სწრაფი ვარდნა, რაც, შესაბამისად, დადებითად აისახა საწვავზე ფასებზეც“, – განმარტავს ჰარისი.

ცნობისთვის, მიმდინარე კვირას აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის მოუწოდა, შეეწყვიტა დარტყმები რუსული საწვავის ობიექტებზე, რადგან ამან, მისი თქმით, დეფიციტი გამოიწვია.

მსგავსი