ირლანდიასთან სასაზღვრო მექანიზმის შექმნამდე ევროკავშირი ბრექსიტის შეთანხმებას არ დაამტკიცებს
ირლანდიასთან სრულფასოვანი სასაზღვრო მექანიზმის შექმნამდე, ევროკავშირის პარლამენტი ე.წ. ბრექსიტის შეთანხმებას არ დაამტკიცებს, – ამის შესახებ ევროპარლამენტის ბრექსიტის ჯგუფის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
გი ვერჰოფშტადტის ხელმძღვანელობით მოქმედი ჯგუფის განცხადებაში აღნიშნულია, რომ ბრიტანეთის გასვლის ხელშეკრულება სამართლიანია და ახალი მოლაპარაკებები აღარ გაიმართება. ბრიუსელსა და ლონდონს შორის საბოლოო შეთანხმებას ევროპარლამენტმა თანხმობა უნდა მისცეს.
მოლაპარაკებებში მთავარი უთანხმოება ირლანდიას და ჩრდილოეთ ირლანდიას შორის არსებული საზღვრის მომავალია. ბრიტანეთმა ევროკავშირი მიმდინარე წლის 29 მარტს უნდა დატოვოს.