ირლანდიაში საპრეზიდენტო არჩევნებში მემარცხენე დამოუკიდებელმა კანდიდატმა, კეტრინ კონოლიმ გაიმარჯვა
ირლანდიაში საპრეზიდენტო არჩევნებში მემარცხენე დამოუკიდებელმა კანდიდატმა, კეტრინ კონოლიმ გაიმარჯვა

ირლანდიაში საპრეზიდენტო არჩევნებში მემარცხენე დამოუკიდებელმა კანდიდატმა, კეტრინ კონოლიმ გაიმარჯვა.

ირლანდიური მედიის ცნობით, წინასწარი მონაცემის მიხედვით, 68 წლის კონოლიმ ამომრჩეველთა ხმების 63% დააგროვა.

მისი მეტოქე იყო სოციალური დაცვის ყოფილი მინისტრი ჰეზერ ჰამფრისი, რომელსაც მხარი დაუჭირა საარჩევნო უბანზე მისულმა მოქალაქეთა 29%-მა.

ამასთანავე, არჩევნების წინასწარი შედეგებით, ირლანდიის ისტორიაში პირველად, ბიულეტენების 13%-ზე მეტი გაბათილდა. კეტრინ კონოლის გამარჯვება უკვე მიულოცა ირლანდიის პრემიერ-მინისტრმა, მიჰოლ მარტინმა.

ირლანდიაში არჩევნები 24 ოქტომბერს გაიმართა. ცნობისთვის, კეტრინ კონოლი ირლანდიის პარლამენტში ერთ-ერთ ყველაზე პრ-პალესტინურ პოლიტიკოსად ითვლება. მან კოალიციის ფორმირება ოპოზიციური პარტიების უმრავლესობის გაერთიანების გზით შეძლო.

ირლანდიაში პრეზიდენტის პოსტი ცერემონიალურია, თუმცა ადგილობრივმა მედიამ კონოლის გამარჯვება მემარჯვენე-ცენტრისტული მთავრობის სირცხვილად შეაფსა.