ირლანდიაში ძლიერ შტორმ „ჰანას“ ებრძვიან
ირლანდიაში ძლიერ შტორმ „ჰანას“ ებრძვიან

ირლანდიაში ძლიერ შტორმ „ჰანას“ ებრძვიან. ქვეყნის სამხრეთ ნაწილში მძვინვარე სტიქიის გამო, რეგიონში 21 ათასამდე მოსახლე ელექტროენერგიის გარეშე არის დარჩენილი.

ყველაზე რთული ვითარება კერის და კლერის საგრაფოებშია, სადაც განგაშის წითელი ნიშნულია გამოცხადებული.

ადგილობრივი ხელისუფლება მოსახლეობას სახლებში დარჩენისკენ მოუწოდებს. ვრცელდება ინფორმაცია რამდენიმე დაშავებულის შესახებაც, თუმცა მათი ზუსტი რიცხვი ჯერ უცნობია.

სტიქიის ზონაში ძლიერი ქარის, წვიმის და წყალდიდობის გამო გადაიდო ავიარეისები, შეჩერდა საზღვაო მიმოსვლა. გადაადგილება შეფერხებულია საავტომობილო გზებზეც.