ირლანდიაში 18 წლის ეგვიპტელმა დანით ერთი ადამიანი მოკლა, ორი კი დაჭრა

11:29, 04.01.2018

ირლანდიის ქალაქ დანდოლკში 18 წლის ეგვიპტელმა დანით ერთი ადამიანი მოკლა, ორი კი დაჭრა. დაღუპული მამაკაცი იაპონელი იყო.

ირლანდიის პოლიციამ თავდამსხმელი უკვე დააკავა.

სამართალდამცველები ამ დროისთვის იძიებენ, არის თუ არა ინციდენტი ტერორისტული თავდასხმა.

დაღუპული იაპონელი ირლანდიაში ბოლო ერთი წლის განმავლობაში ცხოვრობდა.

მსგავსი