ირლანდიამ შოტლანდია დაამარცხა და ჯგუფში პირველ ადგილზეა | იაპონია 2019
ირლანდიამ შოტლანდია დაამარცხა და ჯგუფში პირველ ადგილზეა | იაპონია 2019

იაპონიაში მიმდინარე რაგბის მსოფლიო თასზე მორიგი მატჩი გაიმართა, რომელშიც ერთმანეთს ორი ფავორიტი, ირლანდიისა და შოტლანდიის ნაკრებები ხვდებოდნენ. მიუხედავად მოლოდინისა, დაძაბული ბრძოლა არ შედგა და ირლანდიელებმა საკმაოდ იოლად, 27-3 გაიმარჯვეს.

პირველი ტაიმის 19-3 მოგების შემდეგ, მეორეში ირლანდიელებმა მეტოქეს 8-0 მოუგეს. შედეგად, ოთხი ლელოს დადებით, მათ ბონუს ქულაც მოიპოვეს და სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზე არიან, რადგან იაპონიას მოპოვებული და გაშვებული ქულების სხვაობით ჯობნიან.