ირლანდია ყველა სახის რუსული თვითმფრინავისთვის საჰაერო სივრცეს ხურავს
ირლანდია უკრაინაში რუსეთის შეჭრის პასუხად ყველა სახის რუსული თვითმფრინავისთვის საჰაერო სივრცეს ხურავს.
ამის შესახებ განცხადება ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა საიმონ კოვენიმ მიკრობლოგ „ტვიტერის“ მეშვეობით გააკეთა.
„შოკისმომგვრელი თავდასხმები უკრაინაზე. ირლანდია ყველა სახის რუსული თვითმფრინავისთვის საჰაერო სივრცეს ხურავს. ევროკავშირის სხვა პარტნიორებასაც ანალოგიური ქმედებისკენ მოვუწოდებთ“, – წერს მინისტრი.
საიმონ კოვენის თქმით, ირლანდიამ ასევე მხარი დაუჭირა რუსეთის წინააღმდეგ შემუშავებულ სანქციებს.
Shocking Russian attacks on Ukraine overnight. #Ireland will move to shut off Irish Airspace to all Russian Aircraft. We encourage other EU partners to do the same. We also support new wide-ranging sanctions to be agreed today at EU FAC & new assistance package for #Ukraine. 🇺🇦 https://t.co/tL7UriHsah
— Simon Coveney (@simoncoveney) February 27, 2022