ირლანდია თბილისშია - გუნდს დაფიც ახლავს
ირლანდია თბილისშია - გუნდს დაფიც ახლავს

ირლანდიის საფეხბურთო ნაკრები თბილისშია. გუნდის მთავარი მწვრთნელი მიკ მაკარტი გახარებულია, რადგან ბოლო მომენტში ექიმებმა „ბრაიტონის“ მცველის, შეინ დაფის თამაშზე თანხმობა განაცხადეს.

ირლანდიელთა მწვრთნელმა საქართველოსა და შვეიცარიის ნაკრებების წინააღმდეგ შემდეგი მოთამაშეები მიიწვია.

მეკარეები: დარენ რენდოლფი (“მიდლსბრო”), მარკ ტრავერსი (“ბორნმუთი”), კირენ ოჰარა (“ბარტონი”)

მცველები: ჯონ იგანი, ენდა სტივენსი (ორივე – “შეფილდი”), სიმუს კოულმენი (“ევერტონი”), მეთ დოერთი (“ვულვზი”), კევინ ლონგი (“ბარნლი”), დერეკ უილიამსი (“ბლექბერნი”), შეინ დაფი (“ბრაიტონი”)

ნახევარმცველები: ალან ბრაუნი (“პრესტონი”), ჯოშ კულენი (“ჩარლტონი”), გლენ ველანი (“ჰარტი”) კონორ ჰარიჰეანი (“ასტონ ვილა”), ჯეიმს მაკლინი (“სტოკი”), რონან კურტისი (“პორტსმუთი”), ჯეფ ჰენდრიკი (“ბარნლი”), კალუმ ოდოუდა (“ბრისტოლი”), ჯეკ ბრაინი (“შემროკ როვერსი”)

თავდამსხმელები: ჯეიმს კოლინსი (“ლუტონი”), შონ მაგუაირი (“პრისტონი”), ალუმ რობინსონი (“შეფილდი”), ალან ჯაჯი (“იფსვიჩი”), სკოტ ჰოგანი (“სტოკი”), აარონ კონოლი (“ბრაიტონი”)

ირლანდიის ნაკრები საქართველოს ეროვნული გუნდს შაბათს, 12 ოქტომბერს, 17:00 საათზე “დინამო არენაზე” დაუპირისპირდება. ხოლო 3 დღეში, გასვლაზე, შვეიცარიას შეხვდება.

ირლანდიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი მიკ მაკარტი დღეს, 16:30 საათზე „დინამო არენაზე“ პრესკონფერენციას გამართავს, ხოლო 17:00 საათზე გუნდი ამავე არენაზე მატჩისწინა ბოლო ვარჯიშს გამართავს.

ევრო 2020-ის საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრაში საქართველოს ეროვნული ნაკრები ირლანდიას 12 ოქტომბერს თბილისის „დინამო არენა“ უმასპინძლებს. მატჩის პირდაპირ ტელერეპორტაჟს 17:00 საათიდან საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.