იაპონიაში მიმდინარე რაგბის მსოფლიო თასზე ირლანდია სამოას დაუპირისპირდა.
როგორც მოსალდნოლი იყო თამაში ირლანდიის დიდი უპირატესობით წარიმართა და სამოელებმა მხოლოდ ერთი ლელოს დადება მოახერხეს.
ევროპელების ანგარიშზე შვიდი ლელო და ექვსი ზუსტი გარდასახვაა.
ირლანდიამ ჯგუფში მეორე ადგილი დაიკავა და მეოთხედფინალში რაგბის სამყაროში ყველაზე მრისხანე მეტოქეს, ახალ ზელანდიას შეხვდება.