ირლანდია 23:10 საქართველო  | შემოდგომის ერთა თასი
ირლანდია 23:10 საქართველო | შემოდგომის ერთა თასი

„შემოდგომის ერთა თასის“ ჯგუფური ეტაპის დასკვნით შეხვედრაში „ბორჯღალოსნები“ ირლანდიას დაუპირისპირდნენ, ტურნირის პირველი ლელო დადეს და წინა მატჩებთან შედარებით აშკარად პროგრესი აჩვენეს.

შეხვედრა მასპინძლების აქტიურობით დაიწყო. ირლანდიელები მეცხრე წუთზე ბარნსის ლელოთი დაწინაურდნენ, რომელიც მგეზავმა თავადვე გარდასახა. მალევე ათმა ნომერმა სხვაობა 10 ქულამდე საჯარიმო დარტყმით გაზარდა.

მატჩის მე-16 წუთზე „ბორჯღალოსნებმა“ კარგად შეუტიეს – მათიაშვილის შებრუნებული გადაცემა კვესელაძემ მიიღო, რომელმაც მიზნის მიღწევამდე რამდენიმე მეტოქე მოატყუა და „შემოდგომის ერთა თასზე“ საქართველოს ნაკრების პირველი ლელო დადო. პირველი ნახევრის დასრულებამდე ირლანდიელებმა კიდევ ათი ქულა მოიპოვეს (ლელო – ქინანი, ბარნსი – გარდასახვა, ჯარიმა) და ტაიმი ანგარიშით 20:7 მოიგეს.

მეორე ნახევარში ბოლო წუთამდე ანგარიში საყაიმო იყო – გუნდის მგეზავებმა თითო ჯარიმა შეასრულეს ზუსტად და საბოლოო ანგარიში – 23:10 დააფიქსირეს.

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა ჯგუფში ბოლო ადგილი დაიკავა და ტურნირის დასკვნით შეხვედრაში ფიჯის დაუპირისპირდება.

დატოვე კომენტარი